ჟოლოს ,,სორბე"
არ გეჩვენებათ, მართლა ორი ინგრედიენტი გჭირდებათ იმისთვის, რომ ,,სორბეს" ცოცხალმა გემომ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების გული დაიპყროს! მე განსაკუთრებული სიამაყით ვივსები ხოლმე ჩემს სტუმრებთან, როდესაც ახლადგამოღებულ თბილ ღვეზელს ჩემი ხელითვე მომზადებულ ,,სორბეს" გვერდზე მოვუსკუპებ ხოლმე. არ გაინტერესებთ თქვენი სტუმრების რეაქცია?!
ინგრედიენტები
მომზადება
ბლენდერში მოათავსეთ გაყინული ჟოლო და მოუხარშავი შესქელებული რძე. დააბლენდერეთ დაახლოებით 1 წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ ერთიანი მასა კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში. დაახლოებით 1 საათში ჟოლოს სორბე სერვირებისთვის მზადაა! მიირთვით ცოცხალ კენკრასთან ან ნამცხვართან ერთად. ისიამოვნეთ...